“სამტრედია” საქართველოს უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშების ჩემპიონი გახდა.
დღეს, 11 დეკემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში სამსაჩხერის „ჩიხურას“ და „სამტრედიას“ თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
ფინალური წყვილის პირველი მატჩი სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასარულდა.
ორმატჩიან დაპირისპირებაში, ჯამში, “სამტრედიამ” “ჩიხურა” 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.