ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘ხელისუფლება არჩევნების ჩაშლას ცდილობს’

22 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: ‘ხელისუფლება არჩევნების ჩაშლას ცდილობს’

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სააკაშვილმა “ქართველი კაცის წამება და გაუპატიურება” მოიტანა. მისი მოსაზრებით, ბოლო დროს გამოქვეყნებულმა წამების ამსახველმა ვიდეობმა ევროპას დაანახა, რომ “საქართველოს ჯალათი მართავს”.

“სააკაშვილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ინფორმაციამ გაჟონა, არადა, კი არ გაჟონა, ამოხეთქა და მთელ ქვეყანას მოედო. სტუდენტების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადაყენება, მათ შორის ახალაიასი. ახალაიების კლანი გაიბზარა, სააკაშილის ხელისუფლება გაიბზარა”, – თქვა “ქართული ოცნების ლიდერმა.

 

ივანიშვილმა ასევე მოუწოდა პრობაციონერებს, ნუ შეეშინდებათ ხელისუფლების და მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, მათი “სამართლიანი სასამართლო გაათავისუფლებს უკანონო სასჯელისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი