ახალი ამბები

გლდანის ციხის პატიმრები წამებაში მონაწილეებს ასახელებენ

22 სექტემბერი, 2012 •
გლდანის ციხის პატიმრები წამებაში მონაწილეებს ასახელებენ

ესენია: ტყემალაძე ლაშა (ოფიცერი), ბესო მელაძე, მამუკა ჩხიტუნიძე, რუსლან ჭითავა, ხვიჩა ნეკერაშვილი, მახო რონიაშვილი (დაბალი მხაოს სახელით ცნობილი), გიორგი მეტრეველი, დათო ქანაშვილი.  

 

პატიმრები ამბობენ, რომ ჯალათების ნახევარი ისევ ციხეშია და მათ დასჯას მოითხოვენ. პატიმრების განცხადებით, რადიო მხოლოდ ზოგ საკანშია ჩართული და მიმდინარე მოვლენების შემდეგ პრესა აღარ შეაქვთ.

 

პატიმრები ამბობენ, რომ მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ წყდება:

 

“გვემუქრებიან, თუ ეს ხალხი და სტუდენტები გაჩერდებიან, მერე ნახეთ, რა დღეში ჩაგაგდებთო”.

 

გლდანის მერვე საპყრობილის მესამე “ა” კორპუსის მეცამეტე საკანში პატიმრებმა შიმშილობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები შევიდნენ და პატიმრებს თხოვეს, შიმშილობა 3 დღით შეეწყვიტათ, ხოლო თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, შემდგომ გაეგრძელებინათ. პატიმრები ამ წინადადებას დათანხმდნენ.

გლდანის ციხეში პატიმრებს სასულიერო პირები შეხვდნენ
გლდანის ციხეში პატიმრებს სასულიერო პირები შეხვდნენ

 

მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულრების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში არავინ შიმშილობს, ერთ-ერთმა პატიმარმა, გურამ ღვინიაშვილმა პირი ამოიკერა, თუმცა მღვდლების შეთავაზებას ისიც დათანხმდა. მერვე საპყრობილეში ასევე შიმშილობდა 10 პატიმარი, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებული. ისინი ტუბდისპანსერში გადაყვანას ითხოვენ:

 

“დაგვპირდნენ, რომ გადაგვიყვანდნენ, ოჯახის წევრებისთვისაც გვათქმევინეს, რომ გადავყავართ, თუმცა ნაწილი გადაიყვანეს და რის მიხედვით აარჩიეს, ვერ მივხვდით”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი