ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღნიშნავენ. 2016 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს, ადამიანის უფლებებისათვის იბრძოლოს. “ადამიანის საბაზისო უფლებებს ჯერ კიდევ არ სცემენ პატივს მთელ მსოფლიოში… კაცობრიობის ღირებულებები საფრთხეშია. სადაც უნდა ვიყოთ, – სკოლაში, ქუჩაში, სამსახურში, სოციალურ მედიაში – ჩვენ შეგვიძლია, ეს რეალობა შეცვალოთ”, – წერს გაერო.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციებითაც აღნიშნეს. მაგალითად, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ეს დღე პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს წინააღმდეგ საპროტეტო დემონსტრაციით აღნიშნეს. საპროტესტო აქციები გაიმართა კამბოჯაში, სადაც კამბოჯელმა მუშებმა დედაქალაქ პნომპენში პოლიციის ფარებთან ჩაატარეს საპროტესტო პერფორმანსი, სამხრეთ კორეაში- პრეზიდენტის წინააღმდეგ, ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში – ქორწინების თანასწორობის მოთხოვნით და ა.შ. “ნეტგაზეთ” გთავაზობთ ფოტოებს – როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყანაში 10 დეკემბერს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საპროტესტო აქცია მოეწყობა თბილისშიც, სადაც არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.