ახალი ამბები

ტუღუში: ‘ამ წუთებში გლდანის ციხეში არავინ შიმშილობს’

22 სექტემბერი, 2012 •
ტუღუში: ‘ამ წუთებში გლდანის ციხეში არავინ შიმშილობს’

12:05 – გლდანის მერვე საპყრობილედან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში. მან ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და პატიმრების ახლობლებს უთხრა, რომ გლდანის ციხეში ამ დროისათვის არავინ არ შიმშილობს, თუმცა კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მზია ნადიბაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის, შალვა ნადიბაიძის საკანში რვა პატიმარი შიმშილობს.

 

გიორგი ტუღუშის განცხადებით, პატიმრებს დაურიგდათ ბარათები და ყველა მათგანი დღეს ახლობელთან შეძლებს დარეკვას. 

 

“ახლა ჩვენთვის მთავარია პატიმრების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, ამიტომ ყველა ტელევიზიას მოვუწოდებთ, თავი შეიკავეთ წამების ამსახველი კადრების ეთერში მუდმივი ტრიალისგან”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. მისივე თქმით, პატრულის თანამშრომლები ნელ–ნელა ტოვებენ ციხეს, ახალმა მინისტრმა ციხიდან ასევე დაითხოვა ის თანამშრომლებიც, რომლებიც პატიმრებმა არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს. 

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მასალების გადაბეჭდვის წესი