ამ მიზნით ისინი აწყობენ 3 –დღიან აქციას, რომელიც მიზნად ისახავს 333 კილომეტრის, ანუ იმ მანძილის გავლას, რომელიც ქეთო გადელიამ ქალაქ ზუგდიდიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე განვლო, ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქეთო გადელიას გასაჭირი ხელისუფლებისაგან იგნორირებულთა იმ მრავალრიცხოვან საქმეთა შორის აღმოჩნდა, რომელთა გამოძიება სახელწიფოს ინტერესებში არ შედის. თბილისში ჩასული ქალბატონი ქეთო რეზიდენციის წინ, ქუჩაში ოთხი დღე-ღამის ლოდინის შემდეგ, პატრულმა ძალადობით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისევ ზუგდიდში დააბრუნა, რის შემდგომაც ყველა პასუხისმგებელი ინსტანციისაგან უარყოფილმა ქეთო გადალიამ საქართველო დატოვა”.
სტუდენტების აქცია დაიწყო 18 სექტემბერს ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან და გაგრძელდა უწყვეტ რეჟიმში, 333 კილომეტრი საელჩოს გარშემო.

სტუდენტების განცხადებით, ისინი არ მოელიან, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ზემოაღნიშნული, ასევე, ამ კატეგორიის მრავალი სხვა საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.
“ამგვარად, ჩვენი აქციის მიზანი არ არის ხელისუფლებასთან დიალოგი, არამედ კიდევ ერთხელ ხასგასმა მათი პასუხისმგებლობისა მომხდარ ფაქტებზე და ჩვენი მხრივ ნაბიჯის გადადგმა საზოგადოებრივი სოლიდარობისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტების თქმით, მომხდარ ტრაგედიაზე გარდაცვლილის ოჯახი ბრალს პოლიციის თანამშრომლებს აკისრებს.
“ეჭვს ამ საქმეში ადგილობრივი ძალოვანების დანაშაულზე ამ თემის სახელისუფლებო სტუქტურების და სახელმწიფო ტელევიზიების მიერ მიმალვის მცდელობაც აძლიერებს. დღევანდელ საქართველოში უამრავი შვილმკვდარი დედა იქნა გადამალული (ბევრ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით) იმ “რეალობიდან”, რომლის სურათის შექმნასაც ხელისუფლება მისივე კონტროლირებადი მედიის საშუალებით ცდილობს. როგორც ყველასათვის ცნობილია, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და გამოუძიებელი მკვლელობების რიცხვი, რომელთა კვალსაც ძალოვან სტრუქტურებთან მივყავართ, საქარათველოში შემზარავია. ქეთო გადელია ერთი–ერთი იმ მრავალთაგანია, რომელიც სამართლიანობას უშედეგოდ ეძებს. გავიხსენოთ ასევე ხელისუფლების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, ქალბატონი ირინა ენუქიძეც, რომელიც ამ “ბრძოლას სამართლიანობისათვის” შეეწირა კიდევაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე გუშინ, 20 სექტემბერს ქართველმა ემიგრანტებმა ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეს და მათ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გააპროტესტეს. ერთ-ერთი მომიტინგის შეძახილს: “ცოცხი, ცოცხი”, საელჩოს შენობიდან მათთან სასაუბროდ გამოსულმა ელჩმა – გიორგი ბადრიძემ უპასუხა, – “ცოცხი გაიკეთე უკან”.
