ახალი ამბები

ინციდენტი ახალაიების სახლთან

21 სექტემბერი, 2012 •
ინციდენტი ახალაიების სახლთან

 “ჟურნალისტები ველოდებოდით კომენტარს როლანდ ახალაიასგან და ამ დროს ახალაიების მეზობლები დაიძრნენ და გვითხრეს, რომ ხელს ვუშლიდით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყვენეს, ხელს გვკრავდნენ, კამერებს გვართმევდნენ. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მეც მექაჩებოდნენ”.

 

თამუნა ზანთარაიას ინფორმაციით, ცოტა ხანში გამოვიდა სახლიდან როლანდ ახალაია. “როლანდ ახალაია ერთ–ერთ ჟურნალისტს ხელით შეეხო. “

 

როლანდ ახალაიასთან შეხვედრამდე მის სახლთან განცხადება გააკეთა ამომრჩეველთა ლიგის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა კახა მიქაიამ. მისი თქმით,  საქმეს მხოლოდ გადადგომა არ შველის და ბაჩო  ახალაია უნდა დაისაჯოს, ხოლო როლანდ ახალაიას  არ აქვს მორალური უფლება, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.

 

“სწორედ ამ საკითხზე ველოდებოდით კომენტარს როლანდ ახალაიასგან, მასთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცეს. ის მას შემდეგ გამოვიდა სახლიდან, რაც თავისი მეზობლები დაინახა კართან” – ამბობს თამუნა ზანთარაია.      

მასალების გადაბეჭდვის წესი