ახალი ამბები

ახალია გადადგა[VIDEO]

20 სექტემბერი, 2012 •
ახალია გადადგა[VIDEO]

“მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით”,  –აღნიშნული განცხადება ბაჩო ახალიამ შსს–ს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი