ნეტგაზეთი | ტიმ როთი: მამაჩემსა და ჩემზე ბაბუა ძალადობდა ტიმ როთი: მამაჩემსა და ჩემზე ბაბუა ძალადობდა – Netgazeti

ტიმ როთი: მამაჩემსა და ჩემზე ბაბუა ძალადობდა

ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი ტიმ როთი, რომელსაც საერთაშორისო პოპულარობა ფილმებმა, “ცოფიანი ძაღლები” და “მაკულატურა” მოუტანა, გარდიანთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ბავშვობაში ის და თავისი მამა ბაბუის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც როთი გადატანილი ძალადობის შესახებ ლაპარაკობს, თუმცა ამჯერად პირველად დაასახელა, ვინ იყო მოძალადე. როთის თქმითვე, მამამისმა, ჟურნალისტმა ერნი სმიტმა ბრიტანეთის კომუნისტური პარტია 1970-იან წლებში დატოვა, რადგან პარტიასთან დაკავშირებულმა რამდენიმე სექსუალურმა სკანდალმა მასზე ძალიან იმოქმედა:

“ის ძალადობის მსხვერპლი იყო და საშინელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ ასეთ რამეებს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა”.

როთმა 1999 წელს ფილმი “ომის ზონა” გადაიღო, სადაც მამა საკუთარ ქალიშვილზე ძალადობს, მსახიობმა განმარტა, რომ მამამისს მასზე არასდროს უძალადია და ისიც და მამამისიც  ბაბუის ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

ტიმ როთი 55 წლისაა. იგი თამაშობს როგორც დიდბიუჯეტიან ჰოლივუდურ ფილმებში, როგორიცაა “მონაკოს პრინცესა” და “საძულველი რვიანი“, ასევე უარს არ ამბობს არტჰაუს პროექტებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com