ახალი ამბები

ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

5 დეკემბერი, 2016 • 1393
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის (კმ130-კმ193) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია, – აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციითვე, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ74 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი