ახალი ამბები

ნაცმოძრაობის სარეკლამო პლაკატებს სამარშრუტო ტაქსებიდან ხსნიან

19 სექტემბერი, 2012 •
ნაცმოძრაობის სარეკლამო პლაკატებს სამარშრუტო ტაქსებიდან ხსნიან

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ გუშინდელი საღამოს შემდეგ მოქალაქეები სამარშრუტოებზე ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო პლაკატებს აზიანებენ. შესაბამისად, იმ ავტოფარეხებში, სადაც სამარშრუტოები ღამით ჩერდებიან, აღნიშნული დაზიანებული პლაკატების ჩამოხსნა მიმდინარეობს.

 

“აბა, როგორ დატოვებდნენ ისეთ რეკლამას, სადაც ანდრია ურუშაძეს თვალები აქვს დათხრილი,”- ამბობს ლევან ქავთარაძე, 94-ე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. 

 

“ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება, მგზავრები ძალიან აგრესიულები არიან იმ კადრების ნახვის შემდეგ, რაც ტელევიზიით გავიდა. ჩემი ნება რომ იყოს, დარჩენილ პლაკატებსაც ჩამოვხსნიდი,”- ამბობს 62-ე სამარშუტოს ერთ-ერთი მძღოლი. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღემდე შემორჩენილი სარეკლამო პლაკეტების დიდ ნაწილს სამარშრუტოებზე “5 ნომერი” დაზიანებული აქვს. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი