ახალი ამბები

მსოფლიო პრესა საქართველოში პატიმართა წამებასა და საპროტესტო აქციების ტალღას ეხმაურება

19 სექტემბერი, 2012 •
მსოფლიო პრესა საქართველოში პატიმართა წამებასა და საპროტესტო აქციების ტალღას ეხმაურება

ბრიტანული მედიასაშუალება ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვიდეო დიდი დარტყმა იყო მოქმედი მთავრობისათვის. 

 
სტატია სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულსაც მომოიხილავს და წერს, რომ პრეზიდენტად მოსვლიდან სააკაშვილის მთავარი პრიორიტეტი დემოკრატია და ადამიანის უფლებები იყო, რაც აღნიშნული ვიდეოების გავრცელების შემდეგ ეჭქვეშ დგება. 
BBC ქვეყნის ოპოზიციიონერ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც ახსენებს და მას „ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს“ უწოდებს, რომელსაც სააკაშილის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ემხრობიან. 
 
 
გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარი ძალადობის ფაქტებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერიც“ ეხმაურება. ვრცელ სტატიას გუშინ ღამით თბილიში, ფილარმონიასთან ჩატარებული საპროტესტო აქციის ფოტომასალაც ახლავს. 
 
 
„როიტერი“ იუწყება, რომ სპონტანური საპროტესტო აქციების ტალღამ თბილისში აიღო სათავე. შემდეგ კი ბათუმში, გორში და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. „როიტერი“ სააკაშვილის მოხსენების ციტირებასაც ახდენს და პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის გადადგომასაც აღნიშნავს. 
 
 
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „Chicago tribune“-იც ეხმიანება და „როიტერის“ მასალას აქვეყნებს.  ამერიკული გაზეთი „bradenton“ წერს, რომ გვიან ღამით საქართველოში საპროტესტო ტალღამ იფეთქა, რომელიც პატიმრებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელებას მოჰყვა. სტატია იუწყება, რომ პრეზიდენტმა ყველა დამნაშავის დაკავების პირობა დადო. ქყვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროვაკაციაა, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა ივანიშვილი ბრალდებას უარყოფს, წერს „bradenton“. 
 
მიმდინარე მოვლენებს ამერიკული გამოცემა „cbsnews“-იც ეხმნიანება. გამოცემა იუწყება, რომ გავრცელებული ვიდეოები დაძაბულ წინასაარჩევნო ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ მოძრაობას შორის დაპირისპირებასაც უსვამს ხაზს. 
 

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, ამერიკული wishtv.com  გამოცემა დეტალურად აღწერს, თბილისში მიმდინარე პროცესებს, პატიმართა გაუპატიურებასა და წამებას.

 

wishtv.com  – გამოცემა ყურადღებას ამახვილებს  შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას განმარტებაზე, რომელიც ამბობს, რომ წამება ორგანიზებულია და გადაღებული იმ ბადრაგების მიერ რომელსაც კავშირი აქვთ, კოალიცია “ქართული ოცნების”  ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან. რასაც ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს. 

“უფლებამოსილების გადაჭარბება ციხეში შეძრა საქართველო არჩევნებამდე”  – ამ სათაურით ეხმაურება –  ამერიკული გამოცემა KTVB.com საქართველოში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს. 

გამომცემლობა წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე დაკაბევულია 3 ადამიანი. გამომცემლობამ ასევე იუწყება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დანაშაულის ყველა მონაწილე აუცილებლად დაისჯება. 

“ოპოზიცია არჩევნებამდე ციხეში წამების ამსახველ ვიდეობს ავრცელებს”  – იუწყება კიდევ ერთი საერთაშორისო გამოცემა Reuters.  

Reuters – იუწყება რომ: საქართველო, რომელიც მთავარი სატრანზიტო გზაა ნავთობისა და გაზისთვის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვი ემზადება. რომელიშიც სააკაშვილსა და მის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალი კონკურენტი  ოპოზიციური გაერთიანება “ქართული ოცნება” რომელსაც საქართავეში მილიონერი ბიძინა ივანიშილი უდგას. 

გამოცემა განმარტავს, რომ წამების ამსახველმა კადრებმა, მოსახლეობა ქუჩებში გამოიყვანა. აქციაში მონაწილეები სკანდირებდნენ “მე გამაუპატიურე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი