ახალი ამბები

ციხეებში ძალადობას უმუშევართა კავშირიც აპროტესტებს

19 სექტემბერი, 2012 •
ციხეებში ძალადობას უმუშევართა კავშირიც აპროტესტებს

კავშირის ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ “საქართველოს ციხეებში მიმდინარე პროცესების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საპროტესტო აქციაზე მივიდეს.”

 

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წასვლამდე, უმუშევართა კავშირმა საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართა.

 

უმუშევართა კავშირი მოითხოვს, რომ შეწყდეს ბიუჯეტის გაფლანგვა და ხალხის მოტყუება. სახელმწიფო კანცელარიასთან, ორგანიზაციამ დასაქემბის სამინისტროს შექმნა გააპროტესტა: “საქართველოში არ არსებობს დასაქემბის სამინისტრო, არსებობს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის უმოქმედო უუნარო აპარატი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალხელფასიანი არაკომპეტენტური თანამშრომლებით და აწვება ტვირთად საქართველოს მოსახლეობას” – გაანაცხადა თამარ იოვაშვილმა.

 

უმუშევართა კავშირმა საქართველოს პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს სპეციალური წერილით მიმართა, რითაც დასაქმების ეფექტური სამსახურის შექმნას ითხოვს: “უნდა მომზადდეს კანონპროექტი უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ და კანონით განისაზღვროს უმუშევართა სტატუსი”– განაცხადა იოვაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი