“გლდანის მე–8 დაწესებულებაში მომხდარი არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება. ყველა ის, ვინც ამ საქმეში არის ჩარეული, დაპატიმრებულია, ან ძებნაშია. ყველა მათგანი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც პოლიციაში აღმოვფხარით წამების, ღირსების შემლახავი ფაქტები, ამ სისტემაშიც უნდა გამოირიცხოს ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი ქმედებები. მე და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – აღნიშნა მერაბიშვილმა.