ახალი ამბები

ფინეთში პოლიტიკოსი და ორი ჟურნალისტი მოკლეს

4 დეკემბერი, 2016 •
ფინეთში პოლიტიკოსი და ორი ჟურნალისტი მოკლეს

სროლა ფინეთში, ქალაქ იმატრაში – მოკლულია სამი ქალი, მათ შორის, ერთი პოლიტიკოსი, ხოლო ორი  – ჟურნალისტი.

როიტერის ცნობით, ისინი რესტორნის წინ თოფით მოკლეს.  მკვლელობის ადგილას დააკავეს 23 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი კაცი, რომელიც წარსულშიც იყო ნასამართლევი.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

“ამ დროისათვის ვვარაუდობთ, რომ მსხვერპლი შემთხვევით შეარჩიეს,”- აცხადებს პოლიცია.

 მოკლული პოლიტიკოსი ქალაქ იმატრას საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი