დღეს, 4 ოქტომბერს კომპანია “ინტერტრანსმა”, რომელიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს ფლობს, მგზევრობის საფასური 20 თეთრით გააძვირა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრობა 4 დეკემბრიდან 1.5 ლარი ღირს.
კომპანია “ინტერტრანსის” დირექტორმა, ირაკლი ჩიღვინაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფასის ყველა შემადგენელი ნაწილი გაძვირებულია.
მან ასევე აღიშნა, რომ გაძვირდა როგორც საწვავ-საპოხი მასალა, ასევე, სათადარიგო ნაწილები. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიას ბანკის ვალი დოლარში აქვს და ესეც მოქმედებს მგზავრობის საფასუროს გაზრდაზე.
“კომპანია “ინტერტრანსი” იძულებული გახდა, თავის მძღოლებთან ერთად მიეღო არაპოპულარული გადაწყვეტილება,”- განაცხდა ირაკლი ჩიღვინაძემ.