ახალი ამბები

აქციის მონაწილეები ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობას მოითხოვენ

19 სექტემბერი, 2012 •
აქციის მონაწილეები ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობას მოითხოვენ

აქციის მსვლელობისას ტრანსპორტის გადაადგილება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიზღუდება. დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, 19 სექტემბრის აქცია გაცილებით მასშტაბური იქნება. 

“ჩვენი მთავარი მოთხოვნები ისევ ძალაში რჩება. ვითხოვთ შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ასევე ხათუნა კალმახელიძის გადადგომა არ არის საკმარისი. უნდა დაისვას მისი პასუხისმგებლობის საკითხიც. უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. უნდა მოხდეს განსაჯარაოება მათი სახელების და გვარების. უნდა მოხდეს სხვა საქმეების გამოძიებაც, რომლის შესახებაცამცველი  მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია.”

დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, აქციას დაგეგმილი დღის წესრიგი არ ექნება. აქციაზე საზოგადოება სპონტანურად შეიკრიბება.

აქცია - არ აწამო
აქცია – არ აწამო

მასალების გადაბეჭდვის წესი