ახალი ამბები

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

2 დეკემბერი, 2016 • 5125
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნარდევანი–ფარავნის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი თოვის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური- ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი  სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით,

“დღეს, 2 დეკემბერს, საღამოს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთლიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი შენარჩუნდება. ღამის 2-3 საათზე უნდა შეწყდეს, მაგრამ ყინვა მოიმატებს. ხვალ, დღის პირველ ნახევარში, უმეტეს რაიონში ნალექი არ იქნება, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უმეტეს რაიონშია ნალექი მოსალოდნელი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ რაიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვაც იყოს. გუდაური-კობის მონაკვეთზე სუსტი თოვა შენარჩუნდება. ამ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი