ახალი ამბებიეკონომიკა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, 3 დეკემბერს ლარი თითქმის 3 თეთრით გამყარდება

2 დეკემბერი, 2016 • 2634
ოფიციალური გაცვლითი კურსით, 3 დეკემბერს ლარი თითქმის 3 თეთრით გამყარდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 3 დეკემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5599 ლარი გახდება. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0272 პუნქტით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0241 პუნქტით გამყარდება. ოფიციალური გაცვლითი კურსით, 3 დეკემბერს 1 ევრო 2.7250 ლარი ეღირება.

1 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.5871 ლარი ღირს, ხოლო 1 ევროს ღირებულება 2.7491 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი