ახალი ამბები

აშშ–მა ავღანეთში ადგილობრივ სამხედროებთან ერთად დაგეგმილი ოპერაციები შეაჩერა

18 სექტემბერი, 2012 •
აშშ–მა ავღანეთში ადგილობრივ სამხედროებთან ერთად დაგეგმილი ოპერაციები შეაჩერა

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” ავრცელებს.

აშშ–ის სამხედრო მაღალჩინოსნის მარტინ დემპსის განცხადებით, აშშ–მა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ გახშირდა ნატოს კოალიციის სამხედროებზე თავდასხმები იმ ავღანელი სამხედროების მიერ, რომლებიც კოალიციის მხარდამხარ მსახურობენ.

მისივე განცხადებით, მსგავსი შემთხვევა ბოლოს გასულ შაბათს მოხდა, როდესაც ავღანელმა სამხედრომ იერიში მიიტანა კოალიციის ჯარების წარმომადგენლებზე, რასაც 4 ამერიკელისა და 2 ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამერიკელი სამხედრო მეთაურების განცხადებით, ამ წელს უკვე 36 შეტევა განხორციელდა, რასაც კოალიციის 51 ჯარისკაცი ემსხვერპლა. სულ მცირე 12 შეტევა მხოლოდ ამ თვეს დაფიქსირდა, რასაც ნატოს 15 სამხედრო ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი