“ჩვენ არანაკლებ 50 მაჟორიტარი უნდა გავიყვანოთ ამ არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით და ამით უნდა მივაღწიოთ შთამბეჭდავ გამარჯვებას”, – მიმართა ივაანიშვილმა ახალციხეში აქციაზე შეკრებილებს და მათ რეგიონში მაჟორიტარების კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა.
ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატი გედევან ფოფხაძეა, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ნინოწმინდაში– ალბერტ ნურბერგიანი, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ახალქალაქში – ნორიკ კარაპეტიანი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ უტალაძეა.