ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.58 ლარს აღწევს

30 ნოემბერი, 2016 • 5372
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.58 ლარს აღწევს

ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.004 პუნქტით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 2.5352 ლარი ღირს.

რაც შეეხება ევროს, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0155 პუნქტით გაუფასურდა და 1 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით 1 ევრო 2.6980 ლარი ღირს.

1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი

1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი

ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 2.5463 ლარი ღირს.

რაც შეეხება საქართელოს კომერციულ ბანკებს, 1 აშშ დოლარი “საქართველოს ბანკში” 2.58 ლარი ღირს, “თიბისი” ბანკში – 2.5730 ლარი, “ლიბერთი” ბანკში – 2.5700 ლარი, “პროკრედიტ” ბანკში – 2.5730 ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო კრედიტში – 2.5550 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი