ახალი ამბები

დასაქმების სამინისტროში უკვე 42 ათას ლარამდე პრემიაა გაცემული

14 სექტემბერი, 2012 •
დასაქმების სამინისტროში უკვე 42 ათას ლარამდე პრემიაა გაცემული

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში ორთვიანი არსებობის მანძილზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა 42 ათას ლარს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს.  

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების” ინსტიტუტმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პასუხში წერია, რომ პრემიების თანხამ შეადგინა 41 845 ლარი. სახელმწიფო უწყების ცნობით, დასაქმების სახელმწიფო მინსიტრის აპარატი შექმნის დღიდან მუშაობს სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზისა და ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნაზე, ასევე, მართავს შეხვედრებს საქართველოში და საზღვარგარეთ უმუშევართა პრობლემებთან დაკავშირებით. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი