ახალი ამბებიეკონომიკა

დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანის სუბსიდიისთვის მთავრობა 65 მილიონს გამოყოფს

29 ნოემბერი, 2016 • 4112
დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანის სუბსიდიისთვის მთავრობა 65 მილიონს გამოყოფს

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ლარში გადატანა მთავრობას 65 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი,  საქართველოს მთავრობა ერვნულ ბანკთან ერთად ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებაზე მუშაობას იწყებს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომხმარებლები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში აქვთ, მთავრობა 100 000 ლარის ექვივალენტის მოცულობის სესხის  ლარში გადაყვანაში დაეხმარება.

კონვერტაცია 20 პუნქტით ნაკლები კურსით მოხდება და სხვაობას საქართველოს მთავრობა დაფარავს. ამისათვის ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ცვლილება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს შეეხება. იმ შემთხვევაში, თუ სესხი აღემატება 100 000 ლარის ექვივალენტს, დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებელს დოლარში მოუწევს.

ერვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვრიშვილის თქმით, ეს ინიციატივა საპროცენტო განაკვეთის მატებას არ გამოიწვევს: მისი თქმით, ეს კომპლექსური პროცესია და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს ამის თავიდან ასაცილებლად.

ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარზაციის შემცირების მიზნით 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება მცირე ზომის სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემაც. ეს სერვისი დასაშვები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი