ევროპარლმენტმა და ევროსაბჭომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ შეთანხმებას ვერც დღეს გამართულ სხდომაზე მიაღწიეს. სავარაუდოდ, ამ საკითხზე მომავალ კვირას განმეორებით იმსჯელებენ.

შეჩერების მექანიზმის შემუშავების შემდეგ საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს. ჰანი აცხადებს, რომ შესაძლოა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოოდ პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *