ახალი ამბები

პარლამენტში 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვატაზე იმსჯელებენ

29 ნოემბერი, 2016 • 1643
პარლამენტში 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვატაზე იმსჯელებენ

დღეს, 29 ნოემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ოთხი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

კომიტეტი გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას, კახა კალაძის და სანდრა რულოვსის უფლებმაოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს. კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ნოემბერს უყრიან კენჭს.

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას, კახა კალაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლაა, ხოლო სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

ამ კანდიდატებს ოცნების სიიდან ჩაანაცვლებს გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე. ხოლო სანდრა რულოვსს – გიორგი ღვინიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი