CNN -ის ცნობით, ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კოლუმბუსის სახანძრო სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხალხს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილას დარჩნენ და უნივერსიტეტის ტერიტორიას მოერიდნონ. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი კოლომბუსში ერთ-ერთი მოცულობითია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნულ უნივერსიტეტში 65 000 სტუდენტი ირიცხება.