მატარებელი მცირე ხნით დაყოვნდა სადგურში, როგორც “ნეტგაზეთს” მეტროს მორიგემ განუცხადა, მატარებელი ელ დეპოსკენ წაიყვანეს და პრობლემის იდენტიფიცირება იქ მოხდება. მეტროსადგურმა მუშაობა დაახლოებით 10 წუთში განაახლა.
მეტროს მორიგემ, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იგი 3 წელია თბილისი მეტროში მუშაობს და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.