ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

საბჭოთა ეპოქის კვალი “კავკასიის გავლით”

27 ნოემბერი, 2016 • 2204
საბჭოთა ეპოქის კვალი “კავკასიის გავლით”

რამდენიმე ხელოვანმა კავკასიის ქვეყნებიდან თბილისში, ისტორიის მუზეუმში, [ქარვასლა] ფოტოები და ვიდეოინსტალაციები წარმოადგინა, რომელშიც ავტორები საბჭოთა ეპოქის კვალის წარმოჩენას შეეცადნენ. პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, გამოფენა, სახელწოდებით „კავკასიის გავლით” 25 ნოემბერს გაიხსნა და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროექტი აერთიანებს ხუთი მხატვრის ნამუშევრებს კავკასიის ქვეყნებიდან: დაღესტანი – ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი – ასლან გაისუმოვი, სომხეთი – ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი – ალი ჰასანოვი და საქართველო – ვაჟიკო ჩაჩხიანი.

“გამოფენა აერთიანებს ხუთ მხატვარს კავკასიის ქვეყნებიდან, რომელთაც არ გააჩნიათ საერთო კონცეფცია, თემა, თუნდაც საგანი. პირიქით, წარმოჩენილია განსხვავება მათ კულტურულ მემკვიდრეობას და დღევანდელ რეალობას შორის. მხატვართა დღევანდელ მემკვიდრეობას თავისთავად განსაზღვრავს საბჭოთა ეპოქა, როდესაც ისინი საბჭოთა ხელისუფლებას იყვნენ დაქვემდებარებული. მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა და მათი ქვეყნების პეიზაჟი თავის არსებობას პერიოდულად, ერთგვარი ირონიით ამტკიცებს. გამოუსწორებელი კვალი იგრძნობა შავ იუმორში, არასწორ ირონიაში, სადაც ასახულია კავკასიის თანამედროვეობის მდგომარეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი ობიექტები და ვიდეოინსტალაციები ამ სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას ასახავს”, – აცხადებს გამოფენის კურატორი ჩარლზ მერევეზერი.

პროექტი “თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით.

15183960_10211379222866995_1079042022_o

15182607_10211379221506961_1383053680_o

15204254_10211379219866920_842019900_o

15224817_10211379220226929_1439502703_o

15216239_10211379219626914_1983493322_o

15231548_10211379221546962_561953227_o

მასალების გადაბეჭდვის წესი