GDS TV–ის ცნობით, აკაკი ჭანკურიძე და ირაკლი დიდებულიძე იმ ახალი პროექტის მონაწილეები იქნებიან, რომელსაც ტელეკომპანია GDS მაყურებელს მალე შესთავაზეს.
“აკაკი ჭანკურიძე და ირაკლი დიდებულიძე მათივე სურვილით წამოვიდნენ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–დან და შეუერთდნენ ახალდაარსებულ ტელევიზიას, სადაც მათი გადმოსვლა მაისურების ცერემონიული გაცვლით დასრულდა ბერა ივანიშვილთან ერთად”, – აცხადებს GDS TV.
რამდენიმე თვის წინ “რუსთავი 2” დატოვეს და ბერა ივანიშვილთან სამუშაოდ გადავიდნენ “კომედი შოუს” მსახიობები ამიკო ჩოხარაძე, თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი.