ახალი ამბები

რადიო ‘უცნობი’ ტელემაუწყებლობას იწყებს

10 სექტემბერი, 2012 •
რადიო ‘უცნობი’ ტელემაუწყებლობას იწყებს

ორშაბათს, 10 სექტემბერს, 17:00 საათზე რადიო „უცნობი“ იწყებს რადიო გადაცემების ტრანსლირებას სატელევიზიო ეთერით.

რადიოს ცნობით, “უცნობი” ინარჩუნებს არსებულ ფორმატს. საინფორმაციო-ანალიტიკური და გასართობი ტოქ–შოუების ტრანსლირება განხორციელდება ერთდროულად როგორც რადიო, ასევე ტელე-ეთერში. საინფორმაციო გამოშვებისა და გადაცემების: „დიალოგები“, „პოლიტბიურო“, „თავისუფალი სიტყვა“, „სატელეფონო გამოკითხვა“, „აივნებიან ქალაქში“, „ჭიჭიკო და ბიჭიკო“ – ნახვა შეეძლებათ  „გლობალ ტვ“-ის მომხმარებლებს.

ტელევიზიის სახელწოდება რადიოს მსგავსად იქნება „უცნობი“ და ეთერში იგივე სამაუწყებლო ბადით გავა, რითიც „რადიო უცნობი“ მაუწყებლობს. ტელეკომპანიის სამაუწყებლო არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი 24 საათი. შპს „რადიო უცნობმა“  საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება 14 აგვისტოს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი