შსს–ს პრესსამსახურის მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: უფროსი ლიეტენანტი მანუჩარ ქორიშვილი და უმცროსი ლეიტენანტი ლევან ნანდოშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.