ახალი ამბები

ივანიშვილი: გავხსნით რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის

9 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: გავხსნით რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მევენახეობის დარგის სუბსიდირებას 2004–2005 წლები ის ახორციელებდა: „ძლივს შევაგნებინე სააკაშვილს, სწორედ მე ვაფინანსებდი ამ დარგს.  როგორც იქნა რაღაცას გავდა ის ფასები,  რასაც ყურძენში იხდიდნენ. 2006 წელს ვეღრ შევძელი მისი დარწმუნება. უარი მითხრეს, ყირძენი 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, და მისგან მხოლოდ საკონიაკო სპირტი უნდა გამოიხადოსო.  არსად არ გაგიგიათ ალბათ კახელებო, რომ  ფასის რეგულირება ჩემი სუბსიდიებით ხერხდებოდა. როდესაც ეს  ხელისუფლება მოვიდა და მყისიერად დაუწყო ბრძოლა ყურძნის ფასებს. ხელისუფლებამ დაიწყო გაუგებარი ფასების დაწესება.“

 

ივანიშვილის მტკიცებით, კახეთში ვაზის გაჩეხვა, არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა: „შემზარავი იყო, როცა ამ რამდენიმე წლის წინ მთელმა საქართველომ ნახა ნაჯახ მომარჯვებული გამწარებული კახელი გლეხი.  თავისი ხელით რომ ჩეხდა შვილივით ნაზარდ ვაზს.ასეთ დღეში ჩაყარა კახელი გლეხი სააკაშვილმა თავისი უგუნური ქცევით. და გაუგებარი დამოკიდებულებით.“

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შექმნის ისეთ გარემოს, როცა სახელმწიფო გლეხის საქმიანობაში არ ჩაერევა: „გლეხი რას მოიყვანს თავის მიწაზე, ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.  მაგრამ რადგან ვაზი და ღვინო ჩვენი ქეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, ამიტომ სახელმწიფო თავის მხრივ უნდა ზრუნავდეს მევენახეობაზე და ხელს უნდა უწყობდეს  მის გადარჩენას და განვითარებას.

„დღეს კახელ გლეხს შრომა არ უფასდება. ტრადიციული ბაზრების მოშლა დიდი პრობლემების წინაშე დააყენა მეღვინეობა. გლეხს ვაზის მოვლა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ყურძნის ჩაბარება. 2003 წლის შემდეგ სახელმწიფოს მევენახეობა –მეღვინეობის დარგში არცერთი თეთრი არ ჩაუდია“ – აცხადებს ივანიშვილი.  

მისი თქმით 2013 წლის რთველი სხვანაირი იქნება. კოლაიციას აქვს გეგმა რომლის მიხედვითაც  დარგი განვითარდება: „ვენახები უნდა გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით. უნდა მოვიყვანოთ მაღალხარისხიანი ყურძენი, გლეხის მოსავალი დაზღვეული იქნება რისკებისაგან. აუცილებლად შევქმნით, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე, ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ბუნებისათვის უვნებელ სისტემას. კახელი გლეხი მარტო, მევენახე არ უნდა იყოს. ის უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელიც. რათა მეტი შემოსავალი მიიღოს. ყველა სოფელს თავისი  ღვინის მარანი უნდა ჰქონდეს. რომლის შექმნაშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას“.  

 

კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განავითარებს დარგს და მოძებნის ახალ ბაზრებს: „ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ ახალ ბაზრებს. გავხსნით რუსეთის ბაზარს რომელიც აუცილებელია ქართული ღვინის აღზევებისათვის“– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი