მაღრაძემ, პრეზიდენტ მიხეილ საააშვილს ესთეტიკა და გემოვნება დაუწუნა:
„მინდა დიდ პოეტს დავესესხო და ასე მოგმერთოთ: ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო –ისე ვციტირებ, არ მეშლება ესეც საქმეა. აქ გუშინ იყო კაცი, როემლიც საქართველოს პრეზიდენტად ასაღებს თავს, ის არის შუშს ხიდი მტკვარზე. ერეკლეს მოედანზე იუსტიციის სახლი– რაფაელოს ყუთი“.
მაღრაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებას: „ არა აქვს მნიშვნელობა გარე მტერის მონა იქნები თუ შიდა მტრის. პირველ ოქტომბერს იწყება დიდი პროცსი საქართველოს თავისუფლბის“.
დავით მაღრაძის შეფასებას სააკაშვილის ესთეტიკის და გემოვნების შესახებ კოალიციის ლიერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა: „მე გამოვთქვი ხიდის შესახებ შენიშვნა, მან თქვა, რომ ის აღმაშენებელია და მე დამანგრეველი ვარ“.
ივანიშვილის განცხადებით, ის წლების განმავლობაში მონაწილეობდა ქვეყნის აღმშენებლობაში: „რაც გავეკთე თავად მიიწერეს და ახლა ამბობენ, რომ დამანგრეველი ვარ. მადლი ქენი და ქვაზე დადე და წინ დაგხვდება, ამ პრინციპით ვცხოვრობდი. ახლა მადლს მარილი მოვაყარე და მოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ უღირსი ხელისუფლება გავისტუმროთ“.
„ მე და ქართული ოცნება დავანგრევთ შიშს და უსამართლობას. ცოტაც გავუძლოთ. შემოვხაზოთ 41 პირველ ოქტომბერს და დაინგრევა სიყალბის ინსტიტუტი“ – განაცხადა თელავში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.