სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება და არმიის სრული გადაყვანა საკონტრაქტო პრინციპზე – ეს არის ის ძირითადი დაპირება, რომელსაც “ახალი მემარჯვენეები” და “ქრისტიან–დემოკრატები” საარჩევნოდ საქართველოს მოსახლეობას პირდებიან.
“ახალ–მემარჯვენეებს” 108–გვერდიან საარჩევნო პროგრამაში თავდაცის სისტემაზე საარჩევნო დაპირებები და ხედვა მხოლოდ რამდენიმე სტრიქონს მოიცავს. აღნიშნული პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალები მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებულ ძალად გარდაქმნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის დასავლური სტანდარტი იქნება დანერგილი. ამის მისაღწევად “ახალი მემარჯვენეები” თავდაცვის ბიუჯეტის 40–45%–ის დახარჯვას აპირებენ სოციალური სფეროსთვის. ისინი, ასევე, გეგმავენ რეზერვის მრავალსაფეხურიან სისტემას.
“ახალი მემარჯვენეების” მსგავსად სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას აპირებენ “ქრისტიანდემოკრატებიც”.
“შერეულის სახით საკონტრაქტო და სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორიც ჩვენთან არის, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის და ეს ქმნის ძალიან დიდ დისონანსს ჯარში, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სავალდებულო სამსახური მორალურად მოძველებულია და საზოგადოებაში მომძლავრებულია აზრი, რომ სამხედრო სამსახურში მიდის ის, ვისაც ნამდვილად უნდა და ვისაც არ უნდა, ათას გზას ეძებს ამის თავიდან ასაცილებლად”, – განუცხადა “ქრისტიან–დემოკრატების” წევრმა ნიკა ლალიაშილმა “ნეტგაზეთს”.
მისივე მოსაზრებით, სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელი არ არის მოტივირებული ისწავლოს სამხედრო საქმე და შესაბამისად, ასეთი ქვედანაყოფები, ძალიან დაბალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. ამიტომ, “ქრისტიან–დემოკრატებს” უმჯობესად მიაჩნიათ, გაქუმდეს სავალდებულო გაწვევა და ქვეყანა მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.
“ქრისტიან–დემოკრატები” ამომრჩეველს კდიევ ერთ რადიკალურ ცვლილებას პირდებიან, რაც გულისხმობს ამჟამინდელი 37–ათას კაციანი შეიარაღებული ძალების შემცირებას 10 ათას სამხედრომდე. ნიკა ლალიაშილის თქმით, ამ შემცირებით გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება კონტრატქორი 10 ათასი სამხედროს ხელფასებს, სოციალურ უზრუნველყოფას, აღჭურვას, დანარჩენი თანხა კი ჩამოცილდება თავდაცვის ბიუჯეტს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 37 ათასი სამხედრო აბსოლუტურად ზედმეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ქვეყნის უსაგფრთხოებისთის. ჩვენი აზრით, კარგად აღჭურვილი და პროფესიონალურად მომაზდებული 10 ათასი ჯარისკაცი სჯობს 37 ათას საშუალოდ მომზადებულ ჯარისკაცს”, – განგვიცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
“ქრისტიან–დემოკრატების” მოსაზრებით, საბრძოლოს რეზერვი უნდა დაკომპლექტდეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, ხოლო რეზერის ის ნაწილი, რომელსაც დაევალება სამხედროების ზურგის უზრუნველყოფა, შესაძლოა, სამხედრო სფეროში ნაკლებად კვალიფიციური კადრებით დაკმაყოფილდეს.
ასრებული რეზერვის სისტემის ცვლილების პირობას საარჩევნოდ დებს კოალიცია “ქართული ოცნება”.
“ჩვენი კონცეპტუალურიუ ხედვით, სარეზერვო სამსახური არსებული ფორმით აბსოლუტურად არაეფექტურია და ვერ პასუხობს შესაბამის გამოწვევებს. 5 და 18–დღიანი მომზადებას ეფექტურად ვერანაირად ვერ გამოიყენებ და ეს კრიტიკულ სიტუაციებში კარგად გამოჩნდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სამხედრო რეზერვი უნდა დაკომპლექტდეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, სავალდებული სამხედრო სამსახურის ვადა კი არსებული 15 თვიდან 6–8 თვემდე უნდა შემცირდეს.
“წვევამდელი როცა იწყებს სამხედრო სამსახურს, პირველი ორი–სამი თვის მანძილზე ხდება მისი მომზადება, შემდეგი სამი თვის მაძილზე ის აღრმავებს სამხედრო ცოდნას , შემდეგ კი ის იწყებს ზარმაცობას, რაც ფაქტია”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” თავდაცვის კონცეფციით, 6–თვიანი სამსახური უფრო კომფორტულია და მისი დანერგვით წლის მანძილზე მოხერხდება ჯარში უფრო მეტი ადამიანის გაწვევა, რომლებიც შემდეგ შეძლებენ შეასრულებენ რეზერვის ფუქნციაც და ამისთვის იქნებიან უფრო მომზადებულები.
“შესაძლებელია, ასევე, 1+6 სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს წვევამდელთა სავალდებულო სამსახურში წასვლამდე ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებში თეორიულ მომზადებას, სადაც ისინი შეისწავლიან სხვადასხვა საკითხებს. ამის მიზანია, რომ როცა წვევამდელი სამხედრო სამსახურში მოხვდება, მან უკვე წინასწარ იცოდეს თავისი უფლება–მოვალეობები, წინასწარ იცოდეს თეორიული საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია მათი ფსიქოლოგიური მომზადება. გაწვევის ასაკი აიწევს და ახალგაზრდების გაწვევა მოხდება 19–20 წლის ასაკიდან, რადგან 18 წლის ქართველი ბიჭი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად”, – უთხრა ირაკლი სესიაშვილმა “ნეტგაზეთს”.
“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტია სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტური მოწყობას (თავშესაფრებს, ბუნკერებს და ა.შ), საევაკუაციო გეგმების მომზადებასა და ადამიანთა გადამზდებას.
აღნიშნული პოლიტიკური ძალის საარჩევნო დაპირებებს შორისაა სამხედრო–საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, რაც ირაკლი სესიაშვილის თქმით, განპიორბებულია სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევით.
“დღესდღეობით, უფლებები ირღვევა და სამხედრო მოსამსახურის კონტრაქტი არის კაბალური. თავდაცვის სამინსიტროს შეუძლია ორი დისციპლინური დარღვევის საფუძველზე შეუწყვიტოს ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურეს და დააკისროს მას 14 ათასი ლარი ჯარიმა, მაგალითად, 6 თის მანძილზე ორჯერ თუ დაავიწყდა მხედრული სალამის მიცემა ზემდგომისთვის”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
მმართველის გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგევრდზე, სადაც საარჩევნო დაპირებები სფეროების მიხედვითაა დაყოფილი, კონკრეტულად, თავდაცვის სისტემა გამოყოფილი არ არის.
თუმცა, პორტალ partiebi.ge–ზე გამოქვეყნებულია პარტიის ხედვები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვითი შესაძლბელობების გაზრდა, საქართველოს უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ჩვენი თავდაცვის ორგანიზაცია ეფუძნება ”ტოტალური თავდაცვის” პრინციპს, რაც გულისხმობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და მოსახლეობის სათანადო მომზადებას. ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეზერვის გაძლიერება. ამასთანავე გაგრძელდება ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები, აგრეთვე აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით. კიდევ ერთი პრიორიტეტია სამხედრო აღჭურვილობის და იარაღის წარმოება”, – წერია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამაში.
“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
სხვა, დამატებითი დეტალები თუ როგორ წარმოუდგენია “ნაციონალურ მოძრაობას” თავდაცვის სისტემის ფორმირება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამოქვეყნებული არ არის.