ახალი ამბები

ბერას კონცერტი ‘ოცნების’ მხარდაჭერას არ ითვალისწინებდა

2 სექტემბერი, 2012 •
ბერას კონცერტი ‘ოცნების’ მხარდაჭერას არ ითვალისწინებდა

საიას იურისტის შეფასებით,  „თუ ეს არის უბრალოდ კონცერტი, რომელსაც მართავს მომღერალი ბერა ივანიშვილი, მაშინ აქ უკვე არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაზე. ამიტომ საინტერესოა იმ წერილის ორიგინალის ნახვა,  რომელითაც ბერა ივანიშვილმა მიმართა მარიას“.  

ბერას ტურენეს ორგანიზატორი თათია ხელაია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ  ბერას დაგეგმილი აქვს საკონცერტო ტურნე და ამიტომ თბილისის მერიაში ბათუმის და საჩხერის ანალოგიური განაცხადი შევიდა: „კონცერტი არ ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ეს არის უბრალოდ საკონცერტო  ტურნე და ამისთვის ვითხოვდით თავისუფლების მოედანის გამოყოფას. მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ ამ ღონისძიების შედეგად, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდებოდა“.   

 

ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ  „მანიფესატციის  გამართვის უფლების  მაღალი სტანდარტით, ხწორდ პოლიტიკური გამოხატვა სარგებლობს. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა მიზანშეწონილი შეიძლება იყოს. რაც შეეხება უბრალოდ კონცერტის ჩატარების მოთხოვნას, რომელსაც პოლიტიკური მიზანი არ აქვს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, გზის გადაკეტვის საჭიროეაბა.“  

 

2012 წლის 23 სექტემბერს თბილისის მერიამ, თავისუფლების მოადანზე ბერა ივანიშვილს  სოლო კონცერტის გამართვაზე უარი უთხრა.

“2012 წლის 23 სექტემბერს აღნიშნული ღონისძიების  ჩატარება  თავისუფლების მოედანზე მიზანშეუწონელია, რადგან მოცემული ღონისძიება გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას  და ხელს შეუშლის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას,”- ნათქვამია იმ წერილობით განმარტებაში, რომელიც თბილისის მერიამ ბერას კონცერტის გამართვის თაობაზე გააკეთა. 

 როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” ასევე, წერილობით განემარტა, რომ მას შეუძლია კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ისეთი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით  არ შეიზღუდება  ტრანსპორტის მოძრაობა (მაგ.  ვაკის პარკი, იპოდრომის ტერიტორია.)

 “ქართულმა ოცნებამ” მერიას 2012 წლის  29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე   მანიფესტაციის გამართვის მოთხოვნითაც მიმართა. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად,  საარჩევნო ბლოკმა  ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ მანიფესტაციის ჩატარებაზე  თანხმობა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი