წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით კოალიციას მიაჩნიამ რომ სახელმწიფოს ამ დარგისათვის გაღებული ფინანსური რესურსები არის არა დანახარჯი, არამედ ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას და სახელმწიფოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
ხელისუფელებაში მოსვლის შემთვხვევაში კოალიცია “ქართული ოცნება” მოსახლეობას პირდება, რომ გააფართოვებს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას და უზრუნველყოფს ქვეყნის მიერ ნაკისრი გარემოსდავითი ვალდებულებების შესრულებას.
კოალიცია ქართული ოცნება უზრუნველყოფს: “ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესება, წყლის სააუზო მართვის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფის გზით; ასვევ ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-მშენებლობა; შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვა” – ნათქვამია წინასაარჩევნო პროგრამაში.
პროგრამის მიხედვით ასვე მოხდება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირების სისტემის შემოღება. ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, ასევე ქვეყნის გაზრდილი ენერგომოთხოვნების გათვალისწინებით მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობა.
პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა მყარი მუნიციპალური ნარჩენების „სანიტარიული პოლიგონი“, შეიქმნება სხვადასხვა სახის სახიფათო ნარჩენების საცავები. ხოლო სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების ნაცვლად მოხდება ლეგალური ნაგავსაყრელი პოლიგონების კონსერვაცია.
წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, შემუშავდება სტიქიური მოვლენების პროგნოზირების და მოსახლეობის დროულად გაფრთხილების სისტემა. განვითარდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა.
მოხდება მაწანწალა ცხოველების რაოდენობის რეგულირების ჰუმანურ და ეფექტიან მეთოდებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;




