ახალი ამბები

გვარამია: სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსთავი 2-ს არ დავთმობთ

21 ნოემბერი, 2016 •
გვარამია: სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსთავი 2-ს არ დავთმობთ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ტელეკომპანიას არ დათმობენ.

ეს განცხადება ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გვარამიამ ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ შემოუერთდნენ უზენაეს სასამართლოსთან დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ აქციას.

“ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2 ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყეტილების პირობებში, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დავიცვათ ბოლომდე ქვეყნის ევროინტეგრაციული მომავალი და, რაც მთავარია, როგორც ტელევიზიამ, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი მაყურებლის ინტერესი,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უზენაესი სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განიხილავს.

როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ სხდომის 21 ნოემბერს დანიშვნის შესახებ მათ ტელფონით შეატყობინა. იურისტის თქმით, ასევე არ აქვს ინფორმაცია, რომელ საათზე იქნება საქმის განხილვა. იურისტის განმარტებით, კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა 25 ნოემბერს იწურება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი