გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 ნოემბრამდე ცივი, უმეტესად ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 24 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში 9 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ამ დროისათვის +15-17 გრადუსია, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულებით, ზემო იმერეთისა და კოლხეთის დაბლობებზე ქრის ძლიერი ქარი. გვაზავას განცხადებით, ქარის სიმძლავრე დღეს საღამოს შესუსტდება, თუმცა ქარიანი ამინდები ამ ტერიტორიაზე 23 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ამის შემდეგ, კვირის ბოლომდე, მოსალოდნელია უნალექო და თბილი ამინდები; ტემპერატურა +15-დან +19 გრადუსამდე გათბება.
გვაზავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაონებში, მათ შორის თბილისში, შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდები და მცირე ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, მოსალოდნელია ნისლიც. ასეთი ამინდები 23 ნოემბრამდე გასტანს. 24 ნოემბრიდან ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოშიც მოიმატებს და კვირის ბოლოს 9 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსთა ცნობით, 21 ნოემბერს, საღამოს თბილისში შესაძლებელია წვიმა თოვლჭყაპმა შეცვალოს. 23 ნოემბერს, თბილისში ღამით მინიმალური ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი 0 ან +1 გრადუსი იქნება.