ახალი ამბები

ილია II კირილს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს

20 ნოემბერი, 2016 • 2628
ილია II კირილს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს

“ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”, – რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა რუსეთში  პატრიარქ კირილთან შეხვედრისას.

ილია მეორე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად მოსკოვში კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებზე იმყოფება.

“ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხებისთვის. ჩვენი ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ქვეყნებს შორის ორმხირვი ურთიერთობების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ გასულ წლებში საქართველოში რუსეთიდან იმდენი დამსვენებელი, რამდენიც ახლაა, არასდროს ჩამოსულა. ჩვენ [ტურისტების რაოდნეობის ზრდის გამო] ძალიან მოხარულები ვართ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე დღესაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს გამოგვივა. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”, – განაცხადა ილია მეორემ.

“ეკლესიებს შორის ურთიერთობა ეს არის კავშირი ადამიანებს შორის გულის დონეზე”, – ეს განცხადება პატრიარქმა კირილმა გააკეთა.

“თუ დიპლომატები და პოლიტიკოსები ცნობიერების, ხოლო ბიზნესმენები საფულისა და კუჭის დონეზე მუშაობენ, ეკლესიები – ადამიანური გულის. გულებს შორის ამ კავშირის გარეშე ქვეყნებსა და ხალხებს შორის კეთილი კავშირები ვერ იქნება”, – განაცხადა კირილმა.

ილია მეორის ვიზიტი რუსეთის საპატრიარქოში © რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახური

2P20161119-PAL_9712-1200

მასალების გადაბეჭდვის წესი