ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: დაღუპული სპეცრაზმელები ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ

30 აგვისტო, 2012 • • 978
ბიძინა ივანიშვილი: დაღუპული სპეცრაზმელები ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ

“დაღუპული სპეცრაზმელებიდან ორი ჩვენი მხარდამჭერი იყო. წიკლაური და ჩოხელი ჩემი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ”, – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

“ქართული ოცნების” ლიდერმა მწუხარება გამოხატა სამართალდამცავთა დაღუპვასთან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს.

 

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას გუშინ, 29 აგვსიტოს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 5 თანამშრომელი. დაღუპულები არიან: სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე, სპეცრაზმელები –ვლადიმერ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი