“მე ვიყრი კენჭს დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს პარლამენტში და მანამდე ვიყრი მე აქ კენჭს მანამ, სანამ საქართველოში არ მოვსპობ სააკაშვილის დიქტატურას, ხოლო დუშეთში არ დავამთავრებ ჩოჩელ–ოტიაშვილის დესპოტიას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი დუშეთის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და მათ აქტივობისკენ მოუწოდა. მან აქვე დასძინა, იგი ამომრჩევლებთან სისტემატურ შეხვედრებს გეგმავს.
დუშეთში კოალიცია “ქართული ოცნებიდან” კენჭს ირაკლი ტრიპოლსკი იყრის, “ნაციონალური მოძროაბიდან” კი – ზურა ოტიაშვილი.