ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდა

18 ნოემბერი, 2016 • 1270
გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდა

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა  მიულოცა,  პარლამენტს კი ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა,  ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი