ახალი ამბები

კობახიძე: თითეულ დეპუტატს შეეძლება, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს წინსვლაში

18 ნოემბერი, 2016 • 1170
კობახიძე: თითეულ დეპუტატს შეეძლება, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს წინსვლაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იზრუნებს იმაზე, რომ გაგრძელდეს საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციები.

“პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო თანამდებობას და მთელ ჩემს ძალისხმევას, მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითეულ დეპუტატს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებასა და წინსვლის საქმეში”, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

კობახიძის თქმით, იგი ძალას არ დაიშურებს დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის შემდგომი განვითარებისათვის და განუხრელად დაიცავს საქართველოს ინტერესებს.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა პარლამენტის როლე ქვეყნის პოლიტიკის განსაღვრის პროცესში. მან აღნიშნა, რომ პარლამენტი არის ძირითად ორგანო, რომელიც განსაღრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, აკისრია დიდი როლი ქვეყნის წინსვლაში.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ურუნველყოფისთვის, პარლამენტმა უნდა ურუნველყოს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება.

კობახიის შეფასებით,  მოსახლეობამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა ქვეყნის დასავლურ კურსს მხარდაჭერა და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ.

“ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს. უნდა გაღრმავდეს ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-თან და დასავლელ პარნტიორებთან ურთიერთობა, რომელთანაც საერთო ღირებულებები და ინეტერესები გვაკავშირებს”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევევ დაამატა, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით ქვეყანამ უნდა ურუნველყოს ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა ურუნველყოს საგარეო პოლიტიკის წითელი ხაების უმკაცრესი დაცვა, ხოლო დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომელიც არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე სახის კომპორმისს.

“მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების ისეთი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს, პარლამენტს, პრეიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის, ურთიერთპატივისცემაეა აგებული”, – ამბობს კობახიძე.

საკონსიტუციო რეფორმა ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული მოვალეობაა, ის სწორედ ამ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა შესაბამისი მხარე, ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი, რომლის ამაღლება არსებითად იქნება დამოკიდებული პარლამენტში მიდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რაც გამოვლინდება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი