გამნაღმევლები ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა ასაფეთქებელი საშუალება მოქმედი. უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და გადაიდო ფრენებიც.
ბომბი მუშებმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, მიწის თხრის დროს აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მექანიზმი იმ ტერიტორიაზე იყო მოთავსებული, სადაც აეროპორტის C – პუნქტია. ამ პუნქტში ევროპის 26 ქვეყნიდან შემოსული მგზავრები საპასპორტო შემოწმებას გადიან.
ამსტერდამის აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ იყო გამოყენებული, როგორც საჰაერო ბაზა. ამის გამო აეროპორტი მოკავშირეების ძალების მიერ ხშირად იბომბებოდა.
აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა ევროპაში ხშირად ხდება. გასულ სამშაბათს მიუნხენში ამერიკული წარმომავლობის აუფეთქებელი 250 კგ-იანი ბომბიც იპოვეს.
ჰოლანდიის აეროპორტის მომსახურებით ყოველწლიურად 48 მილიონი ადამიანი სარგებლობს.