ახალი ამბები

პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას”: გაქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოთ

18 ნოემბერი, 2016 • 1183
პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას”: გაქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და აცხადებს რომ მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ გაცემული ყველა დაპირება შეასრულონ.

„დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა და მძიმე სოციალური მდგომარეობა აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი ახალი პარლამენტისა და მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის. მივმართავ მმართველ პარტიას, დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა, თქვენი გაცემული ყველა დაპირება შეასრულოთ. პირველ ყოვლისა, ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. რომელიც ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმების განსახორციელებლად.

თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან  ახლად მონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან. დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს.  მე კი ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი იმ რეფორმების, რომელიც  მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, -მიმართა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი