დღეს, 12 საათზე, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის შენობაში უკვე იკრიბებიან დეპუტატები. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მჭიდროდ ითანამშრომლოს.

” მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.  ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთარებული როლი ეკისრება. ერთ–ერთი ამომავალი წერტილი დემოკრატიული სისტემის არის პარტიული ძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია და ამ საქმეში განსაკუთარებული როლი ენიჭება ამ მოწვევის პარლამენტს,” – ამბობს კობახიძე.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი
ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ხალხის ხმა იქნება პარლამენტში:

“ჩვენ პარლამენტში მოვდივართ იმიტომ, რომ ვიმუშაოთ და არ მოვდივართ იმიტომ, რომ დესტრუქცია მოვაწყოთ. ჩვენი ექვსდეპუტატიანი ფრაქცია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში.”

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი
ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი
სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აქტივისტთა ჯგუფებმა, არასამთავრობო სექტორმა და პროფესიულმა კავშირმა პარლამენტის შენობასთან აქცია „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ გამართეს.

აქცია მოუწოდებს პარლამენტარებს, რეალურად დაიწყონ საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები:

1. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა
2. დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები
3. მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა
4. კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება
5. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი
ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *