ახალი ამბები

“საქართველოს გზა” ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა

29 აგვისტო, 2012 •
“საქართველოს გზა”  ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა

“ვფლობ ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ხდება თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში და რა უძღვოდა წინ მოვლენების ასეთ განვითარებას.

გუშინ საინფორმაციოები გადასცემდნენ ინფორმაციას, რომ 5 ახალგაზრდა, რომელთაც ტყეში გზა აებნათ და დაიკარგნენ, აღმოჩენილნი არიან.  მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი, არა დაკარგული, არამედ ტყვედ იქნა აყვანილი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან შემოვიდა და მათი რაოდენობა 17– მდე მერყეობს”.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტის შემდგომ რეგიონში მდგომარეობა ყოველ წუთს იძაბება, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, შეყვანილია რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, მძიმე ტექნიკა, შსს და თავდაცვის სამინისტროს შენაერთები, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, ადგილობრივების ინფორმაციით, ტყიდან სროლის ხმა ისმოდა.

 

„ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, ისინი პანიკაში იმყოფებიან, გარდაცვლილია ლაფანყურის ერთი მაცხოვრებელი, რასაც შსს უარყოფს. ადგილობრივებს აქვთ ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა არა თავი მოიკლა, არამედ ოპერაციის დროს დაიღუპა“– ამბობს მამუკა ბალიაშვილი.

 

„საქართველოს გზის“ ლიდერი გამოთქვამს ეჭვს, რომ  “ეს პროვოკაცია, რუსეთის საზღვრებთან, შესაძლოა შედიოდეს სააკაშვილის ინტერესში, ამავე დროს, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ ვერ ახერხებს ან არ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დაიცვას საქართველოს საზღვრები შეიარაღებული დაჯგუფებებიდან“

 

ბალიაშვილი ხელისუფლბისაგან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს: „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომლის მიზანი მდგომარეობის ესკალაციაა, მოვითხოვთ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლას და სიტუაციის ნორმალიზებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი