10:45 ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით სასტუმრო„რუმსში” (კოსტავას 14) არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და რეფორმებს მართლმსაჯულების, არჩევნების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
11:00 სასტუმრო რუმსში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო მართავს შეხვედრას თემაზე:მონაცემების განმხოლოების მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების შედეგები, განათლების მონაცემებისშეგროვების მნიშვნელობა, მონაცემების სხვადასხვა ნიშნით განმხოლოების მნიშვნელობა და გამოყენება განათლებისპოლიტიკის შემუშავებისთვის.
16:00 სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ დასახელებული „ტოლერანტობის ქომაგები” და ასევე მედიაკონკურსში „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ გამარჯვებული ჟურნალისტები. მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1





