“ვერ გეტყვით, სად იმყოფებიან, მაგრამ გეტყვით, რომ მათ არც საკვები აკლიათ და არც წყალი, კარგ პირობებში არიან. დანარჩენ დეტალებს ვერ გეტყვით. ამ წუთებში მე სოფელ ლაფანყურში ვარ, სიმშვიდეა სოფელში. არანაირი პანიკა არ არის. ამ წუთებში პოლიცია არის სოფელში”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” სოფლის რწმუნებული.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან დაიკარგა ხუთი ახალგაზრდა. ისინი გუშინ, 28 აგვისტოს გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ–ჯერობით ოჯახის წევრებს არ დაბრუნებიან.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო – რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.




